მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მაია სანდუსა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გავრცელებული განცხადების თანახმად, მაია სანდუმ სალომე ზურაბიშვილს მოლდოვის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო — „რესპუბლიკის ორდენი“ (Ordinul Republicii) გადასცა.
ოფიციალური თბილისის ინფორმაციით, აღნიშნული ჯილდო საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს დემოკრატიული ღირებულებების, მშვიდობისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის, ასევე ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა.
შეხვედრისას მოლდოვის ლიდერმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ქვეყნის სუვერენიტეტს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა:
„მოლდოვა ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს, მხარს უჭერს მათ ბრძოლას სუვერენიტეტისა და დემოკრატიისთვის და მათ გვერდით დგას ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში“, — განაცხადა მაია სანდუმ.















