15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

მოლდოვის პრეზიდენტი: მოლდოვა მზადაა „მსურველთა კოალიციას“ შეუერთდეს

ქვეყანა მზადაა „მსურველთა კოალიციას“ შეუერთდეს,- აცხადებს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.

„მოლდოვა მზადაა „მსურველთა კოალიციას“ შეუერთდეს. უკრაინის გუნდთან განვიხილეთ, როგორ შეიძლება ეს მოხდეს ჩვენი ნეიტრალიტეტის გათვალისწინებით, თუმცა, ჩვენ უკვე გავუწიეთ დახმარება, კერძოდ, განაღმვის საკითხში“, – განაცხადა სანდუმ უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიშინიოვი მზადაა იმუშაოს კონკრეტულ ძალისხმევაზე, რომლის განხორციელებაც მოლდოვას „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში შეუძლია.

ცნობისთვის, 24 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ, „მსურველთა კოალიციაში“ შემავალმა 30-ზე მეტმა ქვეყანამ დაადასტურა თავისი როლი აშშ-ს მხარდაჭერით უკრაინისთვის მრავალშრიანი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში.

banner
წინა სტატიაშიმეუფე შიო: ქალის და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა არ ნიშნავს მათი ბუნებრივი განსხვავებების გაუქმებას და მათი მოწოდებების ერთნაირობას
შემდეგი სტატიადუშეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 ადამიანი დააკავეს