27.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

პარასკევს, მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრუ მუნტეანუმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, რამაც, ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, მთელი მთავრობის დათხოვნა გამოიწვია. პრემიერის გადაწყვეტილება სახელმწიფო აეროსანავიგაციო კომპანია „MoldATSA“-ს გარშემო აგორებულ სკანდალსა და მზარდ პოლიტიკურ კრიზისს უკავშირდება.

სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში მუნტეანუმ აღნიშნა, რომ პოსტზე დარჩენა მისი პრინციპების უგულებელყოფის გარეშე შეუძლებელი გახდა.

„პრემიერ-მინისტრის პოსტზე წინადადება დიდი პასუხისმგებლობითა და იმ მტკიცე რწმენით მივიღე, რომ ვითარების უკეთესობისკენ შეცვლას შევძლებდი. თუმცა, იმ მომენტში, როდესაც გავაცნობიერე, რომ საკუთარი პრინციპებისა და რწმენის შესაბამისად ჩემი მანდატის განხორციელებას ვეღარ შევძლებდი, წასვლა ავირჩიე“, — დაწერა მან.

მუნტეანუს გადადგომას წინ უძღოდა „MoldATSA“-ს სკანდალი, რომელმაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. სახელმწიფო საწარმოში დანიშვნებსა და მართვასთან დაკავშირებული ბრალდებების შემდეგ, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ქვეყანაში „საერთო წმენდის“ პირობა დადო.

ვითარების საპასუხოდ, ხუთშაბათს მოლდოვის პარლამენტმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების მენეჯმენტის შემსწავლელი სპეციალური საგამოძიებო კომიტეტი შექმნა. კომიტეტი განიხილავს მაღალ მმართველობით პოზიციებზე კადრების შერჩევის პროცედურებს, დირექტორთა საბჭოების შემადგენლობებს და იმ შემთხვევებს, როდესაც პირები ერთდროულად რამდენიმე საჯარო დაწესებულებაში იკავებენ თანამდებობებს.

ცნობისთვის, მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა.

banner
წინა სტატიაში“წაეთრიეთ და ეყარეთ იქ, ნუ წამლავთ ჰაერს”- გიორგი გამსახურდია რუსეთის მომხრე პოლიტიკოსებსა და აგენტებს მიმართავს
შემდეგი სტატიაჯანმო: გემზე დაფიქსირებული ჰანტავირუსის ეპიდაფეთქება დასრულდა