მოლდოვის პარლამენტმა საერთაშორისო სანქციების გამოყენების შესახებ კანონი დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა საერთაშორისო სანქციების გამოყენების შესახებ კანონი დაამტკიცა.

დოკუმენტში გაწერილია „ქვეყანაში და საზღვარგარეთ მყოფი იმ ფიზიკური და იურიდიული პირებს აქტივების ბლოკირების წესი, რომლებსაც ჩადენილი აქვთ ისეთი ქმედებები, რაც მსოფლიო დონეზე ერთსულოვნად არის სანქცირებული“.

როგორც მოლდოვის პარლამენტის პრესრელიზშია აღნიშნული, ახალი კანონი მიზნად ისახავს „გარკვეული ხარვეზების აღმოფხვრასა და სამართლებრივი ნორმების შესრულების უზრუნველყოფას“.

კანონის მიხედვით, მოლდოვაში საერთაშორისო სანქციების გამოყენებას ზედამხედველობას უწყებათაშორისი ორგანო გაუწევს.

როგორც მოლდოვაში აცხადებენ, კანონპროექტი იუსტიციის სამინისტრომ ევროკომისიის მიერ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის გაწერილი რეკომენდაციის საფუძველზე მოამზადა.

რუსეთის საგარეო უწყებაში მოლდოვის გადაწყვეტილებას მიუერთდეს ევროკავშირის სანქციების მორიგ „მტრულ ნაბიჯად“ შეაფასეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას უერთდება
შემდეგი სტატია“ბრალდებული ქუჩაში არასრულწლოვან გოგოს აედევნა და სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა” – შსს-მ ერთი პირი დააკავა