მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა გეორგიევსკის ლენტის, ასევე Z და V სიმბოლოების გამოყენების აკრძალვის შესახებ კანონპროექტს

მოლდოვის პარლამენტმა გეორგიევსკის ლენტი კანონით აკრძალა. ახალ კანონს მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ უნდა მოაწეროს ხელი.

შესაბამისი ცვლილება მოლდოვის სისხლის სამართლის კოდექსში შევა. კერძოდ, უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში აიკრძალება როგორც გეორგიევსკის ლენტი, ასევე Z და V ნიშნების. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, აკრძალული იქნება ამ სიმბოლოების დამზადება, გაყიდვა, გავრცელება და ასევე, საჯაროდ გამოყენება.

კანონის დამრღვევს 226-დან 452 ევრომდე ჯარიმის გადახდა მოუწევს და 30-დან 60 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას გასწევს.

კანონპროექტს მხარი 53 დეპუტატმა დაუჭირა, სულ მოლდოვის პარლამენტში 101 კანონმდებელია წარმოდგენილი. ერთმა თავი შეიკავა.

კენჭისყრის წინ მოლდოვის კომუნისტურმა პარტიამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა. სოციალისტური პარტიის წევრები სესიაზე არ იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიგაერო – ომის დაწყებიდან უკრაინაში 2000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
შემდეგი სტატიაუკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში დონბასში რუსი ოკუპანტების რვა შეტევის მოგერიება შეძლეს