მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გაგაუზიის ხელმძღვანელი, ევგენია გუცული ავრცელებს.
„ვლადიმერ პუტინს მოლდოვის ხელისუფლების უკანონო ქმედებების შესახებ ვაცნობე, რომელიც ჩვენი სამოქალაქო პოზიციისა და ეროვნული ინტერესების ერთგულებისთვის ჩვენზე შურისძიებას ახორციელებს“, – წერს გუცული „ტელეგრამის“ არხზე.
ევგენია გუცულმა აღნიშნა, რომ გაგაუზიის უფლებების დასაცავად პუტინი მას მხარდაჭერას დაჰპირდა.
„კიშინიოვი უფლებებს ეტაპობრივად გვართმევს, ჩვენს ბიუჯეტს ზღუდავს, ჩვენს კანონიერ უფლებებს არღვევს, გაგაუზიასა და მთელ ქვეყანაში არასტაბილურობასა და დესტაბილიზაციას იწვევს“, – აღნიშნა გუცულმა.