მოლდოვის ან უკრაინის ოპოზიცია სტატუსის მოლოდინის რეჟიმში თუ იქცევა ისე, როგორც ქართული ოპოზიცია? – ტალიაშვილი

„ახლა როდესაც სამი ქვეყანა, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა არიან კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, საქართველოს გარდა, უკრაინისა და მოლდოვის ქვეყნებიდან რომელიმე ოპოზიციური დელეგაცია თუ შეგხვედრიათ ამ დედაქალაქებში, რომელიც დადიოდა კაბინეტიდან კაბინეტში და საუბრობდა თუ როგორი საშინელი მთავრობა ჰყავთ მათ“, – მიმართა უმრავლესობის წევრმა თამარ ტალიაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს.

„ბატონო მინისტრო, თქვენ ახლახან გქონდათ ვიზიტი ბრიუსელში, თქვენ გაქვთ ვიზიტები ევროპის დედაქალაქებში და მაინტერესებს, ახლა როდესაც სამი ქვეყანა, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა არიან კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, საქართველოს გარდა, უკრაინისა და მოლდოვის ქვეყნებიდან რომელიმე ოპოზიციური დელეგაცია თუ შეგხვედრიათ ამ დედაქალაქებში, რომელიც დადიოდა კაბინეტიდან კაბინეტში და საუბრობდა თუ როგორი საშინელი მთავრობა ჰყავთ მათ. დარწმუნებული ვარ არ შეგხვედრიათ. დიახ, ეს არის ჩვენი რეალობა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ევროკავშირი მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და მიანიჭებს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიროცა ვითარება შეიცვლება და მარცხის ზღვარზე იქნებიან, მივიღებთ ცვლილებებს – ბოკერია
შემდეგი სტატიაუკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა ჩეხეთის პრიორიტეტების სიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს – ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი