საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოლდოვაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს სტატუსით ეხმიანება:
“ძალიან დიდი მარცხი მოლდოველი ქოცების და მათი რუსი უფროსების.
მიუხედავად უდიდესი ზეწოლის და ცდუნებისა (ამ ევროპის უღარიბეს ქვეყანაში თითო ადამიანს რუსები 3 ათას დოლარს სთავაზობდნენ) მოლდოველი ხალხი არ გაიყიდა.
აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა ჩემი ძვირფასი მეგობრის, მაია სანდუს, ევროპულმა ძალამ.
მოლდოველი ივანიშვილი – პლახატნიუკი დაპატიმრებულია მოლდოვის გაძარცვისთვის.
ზუსტად იგივე ჩაატარეს, რაც ჩვენთან 2012-ში, მაგრამ ახლა რუსეთი დასუსტებულია, დასავლეთი სწორ პოზიციაზეა და კრემლს არაფერი გამოუვიდა.
ვულოცავ მოლდოველებს, უკრაინელებს და რა თქმა უნდა ქართველებს, რომლებმაც თავის მხრივ უნდა დავამტკიცოთ, რომ არაფრით ვართ ნაკლებები”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

















