მოლდოვაში რუსეთის ელჩმა, ოლეგ ოზეროვმა პროპაგანდისტულ რუსულ მედიასთან “მოლდოვის ეკონომიკურ დანაკარგებზე” ისაუბრა, რომელიც ქვეყანამ რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭებით მიიღო. ამ კონტექსტში ელჩმა საქართველოც ახსენა და თქვა, რომ მოლდოვისგან განსხვავებით, ბოლო პერიოდში “საქართველომ შეცვალა თავისი პოზიცია რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ის ახლა ამ მდგომარეობის ყველა პრივილეგიით სარგებლობს”.
რუსეთში კი სიტუაცია საპირისპიროა. ჩვენ გვაქვს ვაშლისა და ყურძნის წარმოების დეფიციტი, ასევე არის ღვინის ნაკლებობაც. თუმცა ამ სექტორს სწრაფად ვავითარებთ, მოლდოვური პროდუქციისთვის ჯერ კიდევ არის ადგილი. სხვათა შორის, საქართველოც მსგავს პროდუქციას აწარმოებს და საქართველომ შეცვალა თავისი პოზიცია რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ის ახლა ამ რეჟიმის ყველა პრივილეგიით სარგებლობს, რაც ნიშნავს, რომ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ღიაა და რუსეთი იღებს ისეთივე ტიპის პროდუქციისა და საქონლის ნაკადს, როგორიც მოლდოვაში იწარმოება. და, ბუნებრივია, რუსეთი ამ ყველაფერს დიდი სიამოვნებით ითვისებს. სწორედ იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ უფრო ჩრდილოეთით ვმდებარეობთ და მარწყვს ბევრად უფრო მცირე რაოდენობით ვაწარმოებთ, ვიდრე მოლდოვა ან, ვთქვათ, საქართველო. სხვა ხილსა და ბოსტნეულზე აღარც ვსაუბრობ, რომელსაც რუსეთი სიამოვნებით მიიღებდა და მოიხმარდა. კეთილი ნების და ნორმალური ეკონომიკური, პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობების პირობებში, ეს ყველაფერი მოგვარებადია”,_ ამბობს ელჩი პროპაგანდისტულ მედიასთან ინტერვიუში.

















