მოლდოვას, საქართველოს და უკრაინას აქვს პოტენციალი, ევროკავშირი მათი წევრობით უფრო ძლიერი გახდეს

დიდი პატივია აქ, ბათუმში ყოფნა კარგ მეზობლებთან, პარტრნიორებთან ერთად და განვიხილავთ სამომავლო გზებს, სამმხრივი თანამშრომლობის გზებს ჩვენს ქვეყნებს შორის, ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდეტმა მაია სანდუმ „ასოცირებული ტრიოს“ დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა ნამდვილი წარმატებაა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის.

„ჩვენი მონაწილეობა 17-ე კონფერენციაში, რომელიც ბათუმში იმართება, უკვე კარგად არის ჩამოყალიბებული, როგორც სტრატეგიული პლატფორმა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რათა ხაზი გაესვას აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნებისთვის. ასევე, განვაახლოთ ჩვენი ერთგულება, კეთილდღეობის მქონე ევროპული მომავლისთვის.

მინდა, დავიწყო ჩენი გამოსვლა ერთი რამის ცხადად თქმით – აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ნამდვილი წარმატება ჩვენი ქვეყნებისთვის. ერთობლივად ჩვენ ვაუმჯობესებთ ჩვენს ხილვადობას ევროპაში და თან, ეს პლატფორმა გვეხმარება დამატებითი ინსტრუმენტების საშუალებით საერთო გამოწვევებს გავართვათ თავი, იქნება ეს კოვიდი, ჰიბრიდული თუ კლიმატის ცვლილებები და კონსოლიდირებული ძალისხმევის სარგებელი, ნამდვილად თვალხილულია. ამავდროულად, ცალკე ჩვენი სამი სახელმწიფო ხელს აწერს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ თანამშრომლობას და ეს ხდება ჩვენი თანამშრომლობის ხერხემალი.

ამით იხსნება ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნებისთვის. ეს მოხდა წლების წინ. ჩვენ ასევე მოვახდინეთ ვიზალიბერალიზაცია და ჩვენს მოქალაქეებს მივეცით ევროკავშირში მოგზაურობის შესაძლებლობა ვიზების გარეშე. ჩვენ ვთანამშრომლობთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნებისთვის არის აქტუალური. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროპული მოსწრაფებების კუთხით და თან გვაძლევს საშუალებას, რომ მჭიდრო კავშირები დამყარდეს ევროკავშირთან უფრო კონსოლიდირებულ საფუძველზე. მოლდოვისთვის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ ვაჭრობა გვეწარმოებინა უშველებელ სამომხმარებლო ბაზართან. 55 პროცენტი აგროპროდუქციისა და 75 პროცენტი არასასოფლო პროდუქციისა ევროკავშირში არის წარმოდგენილი და ხდება მათი რეალიზაცია. ბევრმა მოლდოველმა ახალი უნარები შეიძინა ევროპაში მუშაობის შედეგად და სამშობლოში ჩამოიტანა ახალი გამოცდილება, ახალი იდეები“, – განაცხადა მაია სანდუმ.

როგორც მაია სანდუმ აღნიშნა, ფიქრობენ, რომ მოლდოვას, საქართველოს და უკრაინას აქვს პოტენციალი, ევროკავშირი მათი წევრობით უფრო ძლიერი გახდეს.

„ქართველი და უკრაინელი მეგობრების გარეშე ჩვენ ვერ მოვახერხებდით ჩვენ ახალი ხედვის ჩამოყალიბებას. აღმოსავლეთ პარტნიორობა უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ ვისაუბრეთ დღეს, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირთან უფრო სიღრმისეული ინტეგრაცია, რომ სახლში ვიგრძნოთ თავი ევროპაში ყოფნისას. კიდევ ერთხელ, ევროკავშირს და ევროპულ ოჯახს დავუბრუნდეთ. ეს არის განახლებული დღის წესრიგი – მედეგობის, რეფორმების კუთხით, რათა მნიშვნელოვანი დაფინანსება მივიღოთ, 2.3 მლრდ ევროს ოდენობით, რომლის საშუალებითაც მობილიზებული იქნება დამატებით 17 მლრდ ევრო. ეს იქნება უფრო ღრმა და ფართო თანამშრომლობის საწინდარი. ეს ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მეტად ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან და ევროკავშირთან, რათა თანამედროვეობის გამოწვევები დავძლიოთ და ევროპასთან ინტეგრაცია უკეთ მოვახდინოთ. ჩვენ გვინდა ეს ახალი შესაძლებლობები გამოვიყენოთ, რათა შემდგომში ჩვენი ასოცირების შეთანხმება განვახორციელოთ, გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური ასოცირება და უფრო გავაღრმავოთ ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ კუთხით პირველი და ყველაზე რთული ნაბიჯები სახლში გველის. დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, სამართლის უზენაესობის გაძლიერება, დამოუკიდებლობის და ანგარიშვალდებულების გაზრდა სასამართლო სისტემაში, ანტიკორუფციული სისტემის გაძლიერება დაგვიბრუნებს ნდობას მოსახლეობის მხრიდან და ეს არის ჩვენი აუთვისებელი პოტენციალის ათვისების პოტენციალი და შესაძლებლობა. ეს არის აუცილებელი და თავს ვერ ავარიდებთ. ამ მხრივ მივესალმებით „მეტი მეტისთვის“ პრინციპის უპირობო განხორციელებას. ბათუმის სამიტის დეკლარაცია, რომელსაც ხელი მივაწერეთ, ასახავს ჩვენს ვალდებულებებს ამ მიმართულებით, რომლითაც გვინდა, რომ მეტი მიღწევა მოხდეს. ჩვენ გვაქვს საერთო სურვილი ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით და საერთო პრინციპებით, ფასეულობებით, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ დემოკრატიის მეტად კონსოლიდაციისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გვაქვს პოტენციალი ევროკავშირი უფრო ძლიერი გახდეს ჩვენი წევრობით და ეს კავშირი ოყოს ინოვაციური და ყველასთვის სასარგებლო“, – აღნიშნა მაია სანდუმ.

„ასოცირებული ტრიოს“ – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის სახელმწიფოს მეთაურებმა დღეს ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აერთიანებს.

„ევროპულ ინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნებისთვის ალტერნატივა არ გააჩნია და ამ სუვერენულ არჩევანზე ვერცერთი მესამე მხარე გავლენას ვერ მაოხდენს. ევროკავშირთან ურთიერთობაში ჩვენ უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს. ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ჩვენი ხალხების ძლიერი სურვილი გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი და ერთად ვართ ჩვენს მისწრაფებაში ვიმუშაოთ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული პერსპექტივის აღიარებისთვის, რომელიც ევროკავშირში ჩვენი სამი ქვეყნის მომავალ წევრობას გაუხსნის გზას“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

banner
წინა სტატიაში“ყველამ კარგად ნახა, გუშინ ვინ დაარღვია არა მარტო ეთიკის ნორმები, არამედ რეგლამენტი და ზოგადი წესები”
შემდეგი სტატიაშარლ მიშელი: მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ევროკავშირის იმედი