მოლდოვას არჩევნებზე პირველ ადგილზე პრორუსული პარტია გავიდა

მოლდოვას არჩევნებზე პირველი ადგილი სოციალისტების პრორუსულმა პარტიამ დაიკავა, თუმცა მას მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი ხმები არ ექნება. ბიულეტენების 97,5%-ის დათვლის შედეგები ასეთია – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სოციალისტების პარტია, რომელსაც პრეზიდენტი იგორ დოდონი ხელმძღვანელობს, ხმების 31,4%-ს მიიღებს პარტიული სიით. ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე სოციალური კვლევები ვარაუდობდნენ.

მეორე ადგილზე ოპოზიციური ბლოკი ACUM გავიდა 26,1%-ით – ეს წინასაარჩევნო პროგნოზზე მეტი მაჩვენებელია. მმართველმა დემოკრატულმა პარტიამ, რომელსაც მოლდოვას ყველაზე მდიდარი ოლიგარქი ვლად პლახოტნიუკოვი ხელმძღვანელობს, 24% აიღო. დემოკრატები ევროპულ მიმართულებას დეკლარირებენ, მაგრამ მათ კორუფციულ გარიგებებში სდებენ ბრალს.

მოლდოვას საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ხდება – დეპუტატების ნახევარს პარტიული სიით ირჩევენ, ნახევარს კი მაჟორიტარული ოლქებიდან

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში ექვსი ოპოზიციური პარტია გაერთიანდა მმართველი პარტიის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიადახურული შეხვედრა ივანიშვილთან – შუშის სასახლეში მმართველი გუნდის წევრები იკრიბებიან