მოლდოვამ “კოვაქსიდან” “ფაიზერის” 50 ათასი დოზა ვაქცინა მიიღო

მოლდოვამ 20 მაისს პლატფორმა “კოვაქსიდან” 50 ათასი დოზა “ფაიზერის” ვაქცინა მიიღო – ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. ხვალ, 21 მაისს მოლდოვა, ასევე, 50 ათას დოზა “ფაიზერს” ელოდება. 24 მაისს კი – 46 ათას “ასტრა-ზენეკას”.
როგორც სამინისტრო ავრცელებს, 19 მაისს მოლდოვაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გაიხსნა ყველა მსურველისთვის.

ქვეყანამ პირველი კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატი რუმინეთისგან მიიღო როგორც საჩუქარი და ის “ასტრა-ზენეკა” იყო. მოლდოვაში ხელმისაწვდომია, ასევე, ჩინური ვაქცინები “სინოვაკი” და “სინოფარმი”. რუსული “სპუტნიკ V” მხოლოდ მათთვის დარჩა, ვისაც ის, როგორც პირველი დოზა აქვს გაკეთებული.

მოლდოვაში ვაქცინაცია 2 მარტს დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიჯემალ გამახარია: აფხაზეთში მართული ქაოსია
შემდეგი სტატიაევროპარლამენტი და ევროკავშირის “ვაქცინაციის” პასპორტზე შეთანხმდნენ