მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ერთი, მე-6 კლასტერი გახსნა.
უწყება განმარტავს, რომ მე-6 კლასტერი – საგარეო ურთიერთობები – მოიცავს საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას, ასევე საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობას და ჰუმანიტარულ დახმარებას.
„ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებასთან და ჩვენი მოქალაქეებისთვის უფრო უსაფრთხო, ძლიერ და აყვავებულ მომავალთან აახლოებს“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.















