მოლდოვა რუსული ტელეარხების აკრძალვას აპირებს

მოლდოვას პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო ინიციატივას ქვეყანაში რუსეთის ტელეარხების შეზღუდვის თაობაზე. ამ ინიციატივით გამოდის მმართველი პარტია. მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარის ანდრიან კანდუს თქმით, აიკრძალება იმ ქვეყნების ტელეარხების ტრანსლაცია, რომლებმაც არ მოახდინეს ევროპის შესაბამისი კონვენციის რატიფიცირება. მათ შორისაა რუსეთიც. „ეს ეხება რუსეთის ყველა ტელეარხს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ინფორმაციულ უსაფრთხოებას“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშივრცელდება პუტინის სავარაუდო შვილიშვილის ვიდეო
შემდეგი სტატიააშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გულისხმობს