19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

“მოლდოვა მათ გვერდით დგას, ვინც აშენებს”- სანდუ ბირთვული კატასტროფის 40 წლისთავზე კიევში ჩავიდა

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა.

როგორც ცნობილია, ის უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, ჩერნობილში გაემგზავრება.

“ჩერნობილიდან 40 წლის შემდეგ, მე კიევში ვარ ზელენსკისთან სასაუბროდ და ჩერნობილში მივემგზავრები, რათა პატივი მივაგოთ მათ, ვინც ევროპისთვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე გასწირა.
კატასტროფებმა საზღვრები არ იცის – სოლიდარობამაც არ უნდა იცოდეს. მოლდოვა მათ გვერდით დგას, ვინც აშენებს და არა ანგრევს”,_  წერს მაია სანდუ X-ზე.

 დღეს მსოფლიო ერთ-ერთი უდიდესი ბირთვული კატასტროფის 40 წლისთავია.

banner
წინა სტატიაშიკოლუმბიაში სამგზავრო ავტობუსზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა
შემდეგი სტატიაკირ სტარმერი: შოკირებული ვარ ვაშინგტონში განვითარებული მოვლენებით