მოლდოვა დსთ-ის დატოვების პროცედურებს იწყებს

მოლდოვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დატოვების პროცედურებს იწყებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ოფიციალურმა კიშინოვმა, დსთ-ს სამი შეთანხმების გაუქმება გადაწყვიტა.

შეთანხმებები, რომელთა გაუქმებასაც მოლდოვა ითხოვს, დსთ-ს ქვეყნებში მცირე ბიზნესის მხარდაჭერას, დსთ-ს წევრ სახელმწიფოებთან ერთად ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის ფორმირებას და სასაზღვრო ძალებისთვის სპეცტექნიკის შეღავათიან ფასებში გადაცემას მოიცავს.

აღნიშნული შეთანხმებები მოლდოვამ დსთ-ს ქვეყნებთან 1990-იან წლებში გააფორმა.

banner
წინა სტატიაშიმეთიუ მილერი – შეერთებული შტატების სახელით ვაცხადებ, ვაგრძელებთ საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვის მხარდაჭერას
შემდეგი სტატიასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 მოციქულის ხსენების დღეს, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს [ფოტო]