მოლდოვა და საქართველო ევროპული გზის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგანან- შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საბჭოს სხდომაზე მისაწვევ წერილს აქვეყნებს. შეხვედრა ხვალ, 17 ოქტომბერს ბრიუსელში გაიმართება.

შარლ მიშელის ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილავენ საქართველოსა და მოლდოვას საკითხს.

ევროპის საბჭო განიხილავს რამდენიმე პოლიტიკურ საკითხს, რომელიც ეხება ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებს, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოში ვითარებას. ორივე ქვეყანა ევროპული გზის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას.

ევროპის საბჭოს პასუხისმგებლობაა, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებებში, განსაზღვროს კავშირის ზოგადი პოლიტიკური მიმართულებები და პრიორიტეტები და ჩამოაყალიბოს ჩვენი კოლექტიური პოზიცია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს საერთო ღირებულებებს და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, კიდევ უფრო გავაძლიერებთ EU-ის გავლენას გლობალურ სცენაზე,” – ნათქვამია შარლ მიშელის წერილში.

წერილის თანახმად, შეხვედრის მთავარი თემა უკრაინა იქნება. წევრები უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისგან “გამარჯვების გეგმას” მოისმენენ და შემდგომ ნაბიჯებს შეიმუშავებენ, რათა შეიქმნას კონსენსუსი სამშვიდობო ინიციატივის ირგვლივ, რომელიც დაფუძნებულია გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილებული იქნება ახლო აღმოსავლეთის საკითხსა და მიგრაციაზეც.

banner
წინა სტატიაშითიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხვდებით 18-20 ოქტომბერს
შემდეგი სტატიალაშა ქარდავა ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა