მოლაპარაკების მე-5 რაუნდი ენმ-სა და “ევროპული საქართველოს” გარეშე – “ოცნების” გეგმები

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, მოლაპარაკებების მე-5 რაუნდზე ისაუბრა და თქვა, რომ ის მხოლოდ ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილთან შედგება.

მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვის მოიაზრებს “ჯანსაღში”, თუმცა იმავე ინტერვიუში განმარტა, რომ 2 პარტია, “ენმ” და “ევროპული საქართველო”, ცდილობენ ქვეყანის დესტაბილიზაციას და რომ მათ ინტერესებში არ შედის შეთანხმების მიღწევა მოლაპარაკებების გზით.

მოლაპარაკებების მე-5 რაუნდსა და დესტრუქციულ ძალებზე, თალაკვაძის გარდა, გიორგი ვოლსკიმაც ილაპარაკა:

“მე-5 რაუნდი, სულ მცირე, საზოგადოებას დაანახებს რასთან გვაქვს საქმე. აუცილებლობა ერთადერთია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამაც კარგად დაინახოს ვინ არის დესტაბილიზაციის მომხრე და რა ემუქრება დასავლელი პარტნიორების ინტერესებს რეგიონში”, – ამბობს ვოლსკი.

banner
წინა სტატიაშიღმერთმა მომასწროს და მოვესწრები, ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს ქართული ოცნება – ივანიშვილის მორიგი ინტერვიუ
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციაში ბაზრობების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა