მოლაპარაკებებს შეიძლება ეკონომიკური, პოლიტიკური და კორუფციული შინაარსიც ქონდეს

"ლარის გაუფასურება ხელისუფლების ბრალია,"- ასე გამოეხმაურა დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძეახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის ხელმძღვანელი ზურაბ ჯაფარიძე ენერგეტიკის სამინისტროს აკრიტიკებს და ამბობს, რომ გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებზე ბევრი კითხვებია. ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მოლაპარაკებებს შეიძლება ეკონომიკური, პოლიტიკური და კორუფციული შინაარსიც ქონდეს, მაგრამ მთავარი პრობლემა არის ხელისუფლება, რომელსაც “რაღაც აქვს დასამალი”.

ამის შესახებ განცხადება ზურაბ ჯაფარიძემ კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა და ენერგეტიკის მინისტრს ურჩია – პარლამენტში მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა.

“სამინისტრო, რომელიც მოქალაქეებს გვიჯდება 135 მილიონი, ლარი რეალურად არანაირი ფუნქცია არა აქვს. რატომ მოვედით იმ მდგომაროებამდე, რომ ტექნიკური მიზეზების გამო გვიწევს გაზპრომთან მოლაპარაკებები. რატომ ჩავუგდეთ ეს ბერკეტი გაზპრომს. ამაზე ვიღაცამ პასუხი უნდა გასცეს და შემდეგ უნდა აგოს კიდეც”, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაში„ივანიშვილი ახორციელებს კრემლის ოცნებას“
შემდეგი სტატიადემოკრატიულ სახელმწიფოში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ასეთი მოქმედებებისთვის დაკარგავდა თანამდებობას