მოლაპარაკებების მხარეები პრეზიდენტის სასახლეში ინაცვლებენ

მოლაპარაკებების მხარეები პრეზიდენტის სასახლეში ინაცვლებენ. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ორბელიანების რეზიდენციაში მიდიან ელჩებიც.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ,,საქართველოს წინსვლის გზა” ხელმოწერის ცერემონია გაიმართება

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის შეხვედრა ერთი საათის დაწყებულიც არ იყო, როდესაც მხარეებმა ზურაბიშვილთან გადანაცვლების გადაწყვეტილება მიიღეს. მიზეზი უცნობია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

ამასთან, შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.

banner
წინა სტატიაშიუდუმაშვილი: კიდევ დავაყენებთ წინადადებას, რომ ვერანაირ შეთანხმებაზე ვერ ვისაუბრებთ, ვიდრე მელია ციხეში იმყოფება
შემდეგი სტატიაბეჟაშვილი: საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ