მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ხვალიდან განახლდება

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი ქვეყანაში გუშინ გვიან ღამით ჩამოვიდა. კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკებების პროცესს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხვალიდან დაიწყებს.

დანიელსონი ორივე მხარეს კომპრომისისიკენ მოუწოდებს.

“საჭიროა კომპრომისი, კომპრომისზე წასვლა სიძლიერეს ნიშნავს და არა სისუსტეს. კომპრომისი ევროპული გზაა და ის იქნება ნიშანი, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს” – ამბობს დანიელსონი.

ვიდრე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შედგება, მმართველი პარტია პოზიციების შეცვლას მაინც არ აპირებს და კონსტრუქციულ ნაბიჯებს ოპოზიციისგან მოითხოვს.

მოლაპარკებების ახალი რაუნდის დაწყებამდე კი ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა. მმართველი გუნდის ოპონენტები მზად არიან შევიდნენ პარლამენტში, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებასთან მოხდება შეთანხმება და ქართული ოცნება შარლ მიშელის მიერ დატოვებული გეგმის ყველა პუნქტს შესრულებს.

დანიელსონი კი ქვეყანაში დარჩენას 3 დღე აპირებს.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 183, შიდა ქართლში – 39, იმერეთში – 37
შემდეგი სტატიაNCDC – ინსტრუქცია მათთვის, ვინც ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა