მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, სავარაუდოდ, ამ კვირაში გაიმართება

სახელისუფლებო ტრიბუნიდან დაანონსებული რეპრესიებისა და მუქარის შემდეგ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების თარიღი ამ დრომდე უცნობია. მეხუთე რაუნდი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გაიმართება.

საკუთარ მოთხოვნებზე უარს ოპოზიციური პარტიები არ ამბობენ – ისინი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ოლიგარქის გუნდს კიდევ ერთხელ ეტყვიან, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

“საქართველოს მოქალაქეების უმცირესობით არჩეული “ოცნება” მიტაცებული ძალაუფლებით ზის პარლამენტში. ამიტომ, რა თქმა უნდა, “რესპუბლიკური პარტია” თითოეული ამომრჩევლის ხმის სადარაჯოზე დგას და იდგება, სანამ ხელისუფლება არ მოეგება გონს”, – ამბობს “რესპუბლიკური პარტიის” გენერალური მდივანი, თამარ კორძაია.

ოპოზიცია ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან შეთანხმების მისაღწევად პოლიტიკურ ნებას ვერ ხედავს.

“იმ ფონზე, როცა ხელისუფლება პარალელურად ემუქრება ადამიანებს დაჭერით, ვერ ვხედავთ პოლიტიკურ ნებას “ოცნების” მხრიდან, რომ რაიმე შეთანხმება მიღწეულ იქნას ამ მოლაპარაკებებზე და, როგორც ჩანს, ერთპარტიული პარლამენტი იქნება ის რეალობა, რომლითაც რაღაც პერიოდი ამ ქვეყანას მოუწევს ცხოვრება”, – ამბობს “ენმ”-ის წევრი, სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს ჩატარდა

banner
წინა სტატიაშიბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 878 ფაქტი გამოავლინა