მოლაპარაკებები გაყინულია უკრაინული მხარის მიერ – პატრუშევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, რუსეთი დაინტერესებულია რაც შეიძლება მალე მიაღწიოს პოლიტიკურ და დიპლომატიური შეთანხმებებს უკრაინასთან, თუმცა როგორც ის ამბობს, მოლაპარაკებები კიევმა შეაჩერა.

“რუსეთი დაინტერესებულია პოლიტიკური და დიპლომატიური შეთანხმებების რაც შეიძლება მალე იქნას მიღწეული, რაც შესაძლებელს გახდის საომარი მოქმედებების შეჩერებას, თუმცა მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები ამჟამად გაყინულია უკრაინული მხარის მიერ”, – აცხადებს პატრუშევი.

ამ ყველაფერში კი ის აშშ-სა და ბრიტანეთს ადანაშაულებს – “სწორედ შეერთებული შტატების, ბრიტანეთის და მათი მოკავშირეების დესტრუქციულმა ქმედებებმა განაპირობა რუსეთ-უკრაინის დიალოგის შეწყვეტა“, – ამტკიცებს პატრუშევი.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოლდოვას ესტუმრა
შემდეგი სტატიადიდი შეცდომა იყო, რომ უკრაინასა და საქართველოს არ მივეცით MAP-ი, განსაკუთრებით საფრანგეთი და გერმანია იყვნენ წინააღმდეგი, ამ შეცდომით პუტინს გავუგზავნეთ სიგნალი ნატო-ში განხეთქილებაზე – რასმუსენი