კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა და კიდევ არის ტექნიკური ტიპის საკითხებია დარჩენილი.
შევხვდით პირისპირ, ბევრ საკითხზე ისაუბრეთ, წარსულზე, მაგრამ ვისაუბრეთ მომავალზე, ქვეყანა არის გზაგასაყარზე, ჩვენს ქვეყანას ემუქრება ძლიან სერიოზული პრობლემა და საშიშროება – რუსული თუ ევროპული არჩევანი. ამ თემაზე ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, სრული მობილიზაცია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ივანიშვილი, სრული შემადგენლობით, გავუშვათ ხელისუფლებიდან და ძალიან სწრაფად ქვეყანა დავაყენოთ ევროპული განვითარების გზაზე,- განაცხადა ხაზარაძემ.