(video)მოკვლევამ დაადგინა ის პიროვნება, ვინც მის ძმას საშვი ე.წ ნარუვშილოვკა გადასცა

რა კანონი,რის კანონი,მე ვარ კანონი!!!

რა კანონი,რის კანონი,მე ვარ კანონი!!!ფარულ ჩანაწერებზე მიმდინარეობდა მსჯელობა პარლამეტში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც დღეს ლევან იზორიას უსმენდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ანგარიში წარადგინა.

ლევან იზორიას ოპოზიციამ პასუხი მოსთხოვა, რა სახის ქმედებები მიმდინარეობს ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით.

“რა გააკეთა ამ სამსახურმა იმისათვის, რომ ვინც ჩაიწერა, ვინც დაუკვეთა, ვინც ავრცელებს აი, ამ ვიდეოებს, ყოფილიყო შესაბამისად დასჯილი?“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ბარამიძემ. ასევე პარლამენტის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მდივანმა, ირმა ნადირაშვილმა კითხვით მიმართა ლევან იზორიას, “თქვენი ძმა “ნარუშილოვკით” რომ დადიოდა, ამაზე ძიება დამთავრდა თუ არა და, თუ დაისაჯა ვინმე“.

“მოკვლევამ დაადგინა პირი, რომელმაც ჩაიდინა სამსახურეობრივი გადაცდენა და გადასცა დროებით ეს ე.წ. საშვი და თქვენ თუ გაქვთ ინტერესი, შეგიძლიათ, დაადგინოთ ვინ იყო ეს პირი. მივმართე საერთაშორისო მომსახურეობის ცენტრებს და მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ რაღაც კონკრეტული ვიდეოები აიტვირთა კონკრეტული ქვეყნებიდან, საუბარი იყო უკრაინაზე, შვედეთსა და ლიტვაზე. ყველა ღონეს მივმართავთ, რომ ის მუქარები და განცხადებები, რომელიც კონკრეტულ რიცხვებს უკავშირდება, იქნას თავიდან აცილებული და აღკვეთილი,“ – განაცხადა იზორიამ.

არქივინად/

რა კანონი,რის კანონი,მე ვარ კანონი!!!

https://youtu.be/VJW7PGz6j-k

banner
წინა სტატიაშირაღაც ვიდეოები აიტვირთა კონკრეტული ქვეყნებიდან, საუბარი იყო უკრაინაზე, შვედეთზე და ლიტვაზე
შემდეგი სტატია(VIDEO) აფეთქება გერმანიის საზღვართან