მოკლულია, სისხლის კვალია ადგილზე… თავში “უგოლნიკი” ჩაარტყეს – გორში 9 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაზე საუბრობენ

9 წლის ბავშვის მკვლელობაში დამნაშავის დასაკავებლად გორში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე ინტენსიურად მიმდინარეობს. შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი.

ოფიციალურ ვერსიაზე შს სამინსტრო ჯერ-ჯერობით არ საუბრობს. როგორც ცნობილია, პოლიცია გარკვეუილ კვალზეა გასული, თუმცა დეტალები არ საჯაროვდება.

ერთადერთი ვერსია, რომელიც ოჯახის ახლობებს აქვთ, ეს არის განზრახ მკვლელობა, თუმცა გოგონას მკვლელობის მოტივი მათთვის უცნობია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ოჯახს მტერი არ ჰყავდა და გაუგებარია გოგონა ვინ და რატომ მოკლა. მათი თქმით, ბავშვი წამებითაა მოკლული. ცხედარი ფეხებშეკრული იპოვეს და მას თავზე ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოცმული,-სწორედ ეს არის ერთ-ერთი არგუმენტი, რომლის გამოც ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ გოგონა მოკლულია.
გარდა ამისა, მკვლელობის ადგილის დათვალიერებისას ადგილობრივებმა სისხლის კვალიც აღმოაჩინეს.

„სისხლია იქ გუშინ იძახდნენ არაფერი ეტყობა ბავშვსო. ახლა მეც ვნახე და თუ არ ეტყობა სისხლი საიდან არის,“-ამბობს ერთ-ერთ ადგილობრვი.

მეზობლები ამბობენ, რომ ბავშვს თავში ბლაგვი საგანიც აქვს ჩარტყმული.
„უგოლნიკი აქვს ჩარტყმული. პოლიცია ამბობს, რომ ნაცნობია ეტყობაო იმიტომ, რომ ეს ადგილები იცოდაო,“-ამბობს ოჯახის ახლობელი.

9 წლის გოგონას ცხედარი საცოხვრებელ სახლში დილით გადაასვენეს, მას მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტიზა უტარდებოდა, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, რა დაზიანებები აღწერეს ექსპერტებმა. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
გამოძიების მიმდანარეობასთან დაკავშირებით შს მინისტრის მოადგილე უახლოეს წუთებში განმარტებას გააკეთებს.

banner
წინა სტატიაშიბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ფიქრობს, რომ მას შესაძლოა გატაცებას უპირებენ, ან დაშინების მიზნით უთვალთვალებენ
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი : ჯონ ბოლტონთან შეხვედრაზე საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე ვისაუბრეთ