მოკლული მასწავლებლის საქმე – დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 2 არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ორ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ავალიანის საქმის პროკურორის ლევან ვეფხვაძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ დაკავებულები არასრულწლოვანები არიან, მათთან მიმართებაში „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მოქმედებს და არსებობს გარკვეული გარემოებები, რომელიც სპეციფიკურად იმართება.

მისივე ინფორმაციით, ერთ ნაწილზე გამოძიება დასრულდა და სასამართლოში წარიმართა, ხოლო გამოყოფილ საქმეზე შსს-ში ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

“იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებულები არასრულწლოვანები არიან, მათთან მიმართებაში „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მოქმედებს, არსებობს გარკვეული გარემოებები, რომელიც სპეციფიკურად იმართება, თუმცა, გამოძიების ფარგლებში, რა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების აუცილებლობაც გამოიკვეთება, მტკიცებულების მოპოვების საჭიროებიდან გამომდინარე, ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება და მაქსიმალურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა მზად არის, ითანამშრომლოს, ერთი მხრივ, დაზარალებულთან და მეორეს მხრივ, საქმეზე არ დარჩეს არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1 ოქტომბერს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს, 25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა. 26 წლის გიგა ავალიანს თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს, მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა
შემდეგი სტატია“მომავალი ჩვენია” – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსიდან პარლამენტის მიმართულებით ახალგაზრდული მსვლელობა გაიმართება