21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ივანიშვილის ცოლს მიმართავს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოლოლაკის სასახლესთან მივიდა და ივანიშვილის ცოლს, ეკატერინა ხვედელიძეს ვიდეოს საშუალებით მიმართა.

“ქალბატონო ეკატერინე ხვედელიძე, მე ვიცი, რომ თქვენ ბრძანდებით მოსიყვარულე დედა. ამიტომ მე დღეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახლთან კი არა, მისი შვილების დედის სახლთან მოვედი. 4 შვილის გამზრდელი დედის სახლთან მოვედი, სადისტურად შვილმოკლული დედა. ღმერთმა თქვენ ის სიმწარე არ გამოგაცდევინოთ, რაც მე გავიარე. გონებით უნდა გამომყვეთ და მიხვდეთ, რა სიგიჟეში ვარ მე დღეს, რამ მომიყვანა მე დღეს აქ. თქვენ უნდა გადადგათ ისტორიული ნაბიჯი და ამომიდგეთ გვერდით, როგორც დედა გამწარებულ დედას. ველოდები თქვენგან უკუკავშირს. მე მინდა გითხრათ, რომ არ არსებობს ძალა, რომელიც მე ოდნავ მაინც შემატორტმანებს და უკან დამახევინებს, იმიტომ, რომ უკან არის ჩემი შვილის საფლავი და მე იმას არ გადავაბიჯებ. გთხოვთ, დამიდექით გვერდით.

ეს არის ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მეტად რეზონანსული საქმე საქართველოში, როგორც არასდროს ისე არის საზოგადოება ერთსულოვანი, გონება მოჭიმული, აკვირდება ყველაფერს გამადიდებელი შუშით და ახლა პატარა შეცდომაც კი სახელმწიფოს ღირსებაზე არ იმოქმედებს კარგად. მე ველოდები თქვენგან უკუკავშირს და დარწმუნებული ვარ ეს იქნება სამართლიანი და კეთილგონივრული. მე იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის ქალბატონო ეკატერინე ხვედელიძე”,- თქვა კუპატაძემ

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარიას ექიმი: თანხმობა მოგვცეს, რომ უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანის მხრივ შეზღუდული არ ვიქნებით
შემდეგი სტატიაპირადად ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, ძალიან მარტივად გეტყოდით, რომ, რა თქმა უნდა, საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ – ცოტნე ივანიშვილი