მოკლული ჩვილის მამა საზარელი ღამის დეტალებს იხსენებს

მოკლული ჩვილის მამა საზარელი ღამის დეტალებს იხსენებს. მიხეილ დვალიშვილი ჰყვება რომ მას და მის მეუღლეს კონფლიქტი ხშირად მოსდიოდათ. მიზეზი კი სმს-ს შეტყობინებები იყო, რომელსაც მიხეილ დვალიშვილის მეუღლე უცნობებს სწერდა.

ტრაგედიის ღამეს მიხეილ დვალიშვილის თქმით მას გაეღვიძა და აღმოაჩინა, რომ მისი მეუღლე სახლიდან წასული იყო. ბავშვი კი გარდაცვლილი დახვდა.

„ცუდი ამინდიც იყო გარეთ და შემოვედი სახლში, რომ ჩავიცვამ მეთქი თბილად და წავედი და მოვძებნი მეთქი სადმე. ბავშვს კიდევ დავხედე, ბავშვი აქ იყო, არ ვანთებდი სინათლეს, რომ არ გავაღვიძო მეთქი, მეუღლე მოვძებნო თუ ბავშვს მივხედო მეთქი. ამ შეშინებულზე კი ავანთე შუქი და შემოვედი. ქურთუკი, რომ ავიღე რომ მომეცვა. გადმოვხედე ბავშვს რომ თეთრად ჰქონდა, დუჟი ჰქონდა ამოსული და ვიფიქრე, რომ საჭმელი გაქვს მეთქი ამოღებული მოვწმინდავმეთქი ამ ბავშვს ამ დუჟს. რომ მივედი ადიელა გადავხადე და გარდაცვლილი იყო უკვე ბავშვი,“-განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის მამამ მიხეილ დვალიშვილმა.

მეუღლეებს შორის კონფლიქტის შესახებ ოჯახის ნათესავებიც საუბრობენ. მიხეილ დვალიშვილის მამიდა ამბობს, რომ გოგონას მეუღლე ხშირად სთხოვდა ენახებინა მიმოწერა, რომელზეც ის უარს აცხადებდა.

„ჯოჯოხეთი გამოგვატარა ამ გოგომ. არ გვინდოდა ოჯახს და ბევრჯერ წინააღმდეგიც ვიყავი მაგ გოგოსი. მერე მემუქრებოდა მიშოს დავაჭერინებ თქვენ თუ მე სახლიდან გამაგდებთო. კამათი მოსდიოდათ ცოლს და ქმარს სულ სმს-ების გამო. რომ მოსთხოვდა ქმარი სმს-ს ვის სწერ, შლიდა. მეგობარს აბრალებდა. მაგრამ ეს სთხოვდა მაჩვენე აბა ის მეგობარი ვინ არის. სულ ეჭვის ქვეშ იყო ეს ბავშვი მაგრამ ამას დედამისი აჩუმებდა. მიშო არაფერი უთხრა, მიიწეროს, ვის მიწერს, ისეთი რა და გააკეთოს. ვერ დაიჯერებდა დედამთილი იმას, რომ ეს გოგო ბიჭებს სწერდა სმს-ებს,“-განაცხადა მიხეილ დვალიშვილის მამიდამ ნონა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 7 თვის ჩვილი მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვან დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავი2

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეული აჭარაში დღეს დასრულდა
შემდეგი სტატია“დამემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით” – ლგბტ თემის მხარდამჭერი განცხადების გამო, ივა ყურშუბაძე ნათესავებს მუქარაში ადანაშაულებს