მოკლეს „რუსთავი2“, კლავენ „ტვ პირველს“ – ნოდარ მელაძე

მოკლეს „რუსთავი-2“ – ის ყოფილმა საინფორმაციოს უფროსმა ნოდარ მელაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

ნოდარ მელაძემ ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელს ვატო წერეთელს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„მარცხისთვის განწირული ხელისუფლების აგონია. მოკლეს „რუსთავი2“, კლავენ „ტვ პირველს„. ყველა ვინც ამას ხელს აწერს არის ქვეყნის მესაფლავე!!!. ბევრია წელია ჩემი ძმა ხარ და შენი შემშინებელი კაცი ჯერ არ მინახვს. გამოწვევები ბრძოლას უფრო საინტერესოს ხდის!!!“ – წერს ნოდარ მელაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურამ TV პირველის მფლობელის მამისთვის, ავთანდილ წერეთელისთვის ბრალის წაყენებაზე პროკურატურამ დადგენილება მიიღო.

მოგვიანებით, პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა ვატო წერეთელი.

პროკურორის თქმით, თიბისი ბანკის საქმეზე ბრალის წასაყენებლად ის დღეს, 22 აგვისტოს დაიბარეს.

როგორც გაირკვა, ავტანდილ წერეთელი პროკურატურაში დღეს არ მივა.

პროკურატურაში ისევ დაიბარეს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიათასზე მეტმა პედაგოგმა სამსახურზე უარი თქვა
შემდეგი სტატიასააკაშვილი R2-დან ჟურნალისტების წასვლაზე: ასეთი საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!