“მოკლედ, სამთავრობო გეგმა ასეთია”-რას წერს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ივანიშვილის ბოლო ინტერვიუსთან დაკავშირებით

“მოკლედ, სამთავრობო გეგმა ასეთია:

1. ისინი, ვინც სამსახურს ეძებს და ბიძინას ფულების იმედი აღარ აქვს, უცხოეთში წავლენ და “ცირკულარულ მიგრაციაში” ჩაებმებიან;

2. ნაცები და მათთან მიტმასნილები (ანუ, პრაქტიკულად მთელი ოპოზიცია, პარტიულ-უპარტიოებიანად) ან ციხეში წავა, ან პოსტTV-ის პოლიტოლოგიური კურსებით გადამზადდება, რათა “ღირსეულ” ოპოზიციად ჩამოყალიბდეს.

3. კვლევითი ორგანიზაციები აიკრძალება და სანიმუშო სოციოლოგებად მხოლოდ მკითხავები ან “ნატურალები” დარჩებიან;

4. არასამთავრობო ორგანიზაციები თვითაკრძალვას გამოაცხადებენ, რადგან, ბოლოსდაბოლოს, მიხვდებიან, რომ ხალხს ხოხბის ძვალივით ეჩხირებიან ყელში;

5. საქართველოში დარჩებიან მხოლოდ ბიძინაგამოკვებილი ჯგუფები, რომლებიც, არჩევნების დადგომისას, ქოცების ოფისიდან გაგზავნილ ელექტრონულ ბიულეტენებს მობილურებში შეავსებენ, სადაც მოსანიშნი მხოლოდ “ქართული ოცნება” იქნება.

და ივერიაც გაბრწყინდება! ”
წერს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუსთან დაკავშირებით

banner
წინა სტატიაშიგარდაბანში, ჯანდარის ტბაზე ორ მამაკაცს ეძებენ
შემდეგი სტატიაფალავანდიშვილი-ფილმს არ შევხედავდით, მაგრამ პოპკორნს შევჭამდით