“მოკლე მეხსიერება არ არის ჩვენი მოკავშირე,”-გუბაზ სანიკიძე პრეზიდენტს საყვედურობს

შეიძლება ისეთი რაღაცეები მოხდეს, რომ დენი საერთოდ აღარ იყოს საქართევლოში

ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის წარმომადგენლის, გუბაზ სანიკიძის, თქმით, პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ნოე ჟორდანიასა და ზურაბ ჟვანიაზე ისაუბრა, თუმცა მან არ ახსენა ზვიად გამსახურდია.

გუბაზ სანიკიძის თქმით, ზვიად გამსახურდია ქართული სახელმწიფოს შემქმნელი და დამოუკდებლობის გამომცხადებელია და მისი დავიწყება არ შეიძლება.

“ზვიად გამსახურდია არ იქნა ნახსენები ამ დარბაზში. საქართელოს დამოუკიდებლობის სოლისტი, მედროშე არის ზვიად გმსახურდია. მოკლე მეხსიერებამ ძალიან წაგვაგებინა, მოკლე მეხსიერება არ არის ჩვენი მოკავშირე, ზვიად გამსახურდია არ არის ის პერსონა, რომელიც ჩვენ სასწრაფოდ უნდა გადავივიწყოთ. ზვიად გამსახურდიას პერსონა ქართულ სახელმწიფოს არაფერში არ უშლის ხელს.

“ბატონო გიორგი არ მიიღოთ ეს შენიშვნად, თუმცა შეხსენებად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ხანდახან გავიხსენოთ ზვიად გამსახურდია, ქართული სახელმწიფოს შემქმნელი, დამოუკდებლობის გამომცხადებელი,“-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის გამოსლა რეალობას აცდენილი იყო
შემდეგი სტატია“ბევრი მაგათი რჩევა განვახორციელეთ, იმიტომ ვართ დღეს ამ დღეში”