მოკლე ისტორია კატაზე, რომელიც მამაკაცების საცვლებს იპარავს

16ახალზელანდიურ ქალაქ ჰამილტონში, კატა პატრონმა უცნაურ ჩვევაზე დაიჭირა: ის მეზობლის სახელებიდან მამაკაცის ტრუსებს და ნასკებს იპარავს.
როგორც “New Zealand Herald”-ი წერს, კატამ, სახელად ბრიჯიტი, სახლში 11 ტრუსი და 50-ზე მეტი ნასკი მოიტანა.
პატრონის, სარა ნათანის თქმით, ბრიჯიტს ადრეც უყვარდა სხვადასხვა ნივთების სახლში მოტანა – მამაკაცის და ქალის შიდა თეთრეულები ან ჯემპრები და ჰოკეის სპეციალური ტანსაცმელი, მაგრამ ახალ სახლში გადასვლის შემდეგ, კატას მხოლოდ გარკვეული მოდელის მამაკაცის საცვლები და ფერადი ნასკები მოაქვს.

ბრიჯიტი მოპარულ ნივთებს ხან სახლის ზღურბლზე ტოვებს, ხან შუაგულ ოთახებში, ხან ბაღში.

კატა-კლეპტომანის პატრონმა, იმის იმედად, რომ ბრიჯიტი ჩვევას გადააგდებდა, მას დიდი რაოდენობით მამაკაცის ფერადი თეთრეული უყიდა, თუმცა, ამაოდ.
სარამ საკუთარი კატის ისტორიის “ფეისბუქზე” მოყოლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ბრიჯიტის საქმიანობას დიდი გატაცებით ეწევა ბევრი სხვა კატაც.

banner
წინა სტატიაშიპოლოენთი 8,5 მილიონ ევროს გამოყოფს ჯარისკაცების ჭარბცხიმიანობასთან საბრძოლველად
შემდეგი სტატიათბილისის ოპერის ფარდა კომპანია „გერიეცის” ოფიციალურ ვებგვერდზე