“მოხუც მშობლებს ხუთი წელია დღევანდელი უღირსი მთავრობა გვატყუებს” – დაკარგული გოგიტა აბულაძის დედა აქციას მართავს

„დაკარგული გოგიტა აბულაძის მოხუც მშობლებს ხუთი წელია დღევანდელი უღირსი მთავრობა გვატყუებს“ – ამ შინაარსის პლაკატი მიიტანა ცინარა აბულაძემ ზუგდიდში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან, სადაც კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო განხილვა იმართება.
ანაკლიიდან გაუჩინარებული ახალგაზრდის დედა შვილის მოძებნას ითხოვს.

აბულაძის დედას დეპუტატი ეკა ბესელია შეხვდა. მისი თქმით, საქმის ირგვლივ ინფორმაციის მოპოვებას შეეცდება.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციები ვენეციის კომისიას მიმართავენ
შემდეგი სტატია„თავისუფალი ზონის“ წევრი ონისე გერგედავა სოფელ ხურვალეთთან სამართალდამცველებმა დააკავეს