მოხსნეს, საკუთარი სურვილით წასული მინისტრი გინახავთ?! – გოცირიძე ბატიაშვილზე

admin
ავტ.: admin ნოემბერი 7, 2019 12:17

მოხსნეს, საკუთარი სურვილით წასული მინისტრი გინახავთ?! – გოცირიძე ბატიაშვილზე

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის უკვე ყოფილი მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება.

გოცირიძე მიიჩნევს, რომ ბატიაშვილის თანამდებობიდან გადადგომა ზუგდიდის მეექვსე სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალებას უკავშირდება.

“მიხეილ ბატიაშვილი მოხსნეს რა თქმა უნდა. საკუთარი სურვილით წასული მინისტრი გინახავთ თქვენ?! მას შემდეგ რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო ია კერზაიას საქმე, მინისტრი მუდამ იქნებოდა დარტყმის ქვეშ. გადაწყვიტეს, რომ პოლიტიკური სიმძიმე მოეხსნათ ამ საკითხისათვის, მაგრამ ერთი მინისტრის წასვლა არაფერს უშველის, რადგან მეორე მინისტრი, ვინც მას დაავალა წინასაარჩევნოდ ამ რეპრესიების ჩატარება, დღეს უკვე არის პრემიერ-მინისტრი,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

admin
ავტ.: admin ნოემბერი 7, 2019 12:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,232
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics