„მოხსნას სალომე ზურაბიშვილმა თავისი კანდიდატურა” – ინტერნეტსივრცეში პეტიცია გავრცელდა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 13, 2018 15:24

„მოხსნას სალომე ზურაბიშვილმა თავისი კანდიდატურა” – ინტერნეტსივრცეში პეტიცია გავრცელდა

მნიშვნელოვანი

  • „მოხსნას სალომე ზურაბიშვილმა თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევებიდან“ - ინტერნეტსივრცეში ცოტა ხნის წინ online პეტიცია გავრცელდა, რომელსაც უკვე 700-მდე ხელმომწერი ჰყავს და რიცხვი ყოველწუთიერად იზრდება.

სხვა სტატიები

„მოხსნას სალომე ზურაბიშვილმა თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევებიდან“ – ინტერნეტსივრცეში ცოტა ხნის წინ online პეტიცია გავრცელდა, რომელსაც უკვე 700-მდე ხელმომწერი ჰყავს და რიცხვი ყოველწუთიერად იზრდება.

პეტიციაში აღნიშნულია, რომ ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ატარებს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რომელიც ქვეყნის დასავლურ კურსს და ღირებულებებს ზიან აყენებს.

პეტიციის ავტორები ამბობენ, რომ მათი მოტივაცია კრემლის რიტორიკის წინააღმდეგ ბრძოლაა, რომელსაც მათივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს.

“შევიმუშავეთ პეტიცია, რომლის მთავარი პათოსი და ამოცანა არის, შევუქმნათ მაქსიმალური დისკომფორტი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და მის მხარდამჭერებს და აიძულოს ეს ადამიანი, მოხსნას თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებიდან. ის, რასაც ის აკეთებს და აჟღერებს იმ ნარატივს, რომელიც შემუშავებულია კრემლში ის მესიჯები, რომლებიც დამახასიათებელია რუსული მედიისთვის, არის კატეგორიულად მიუღებელი საქართველოს მოსახლეობისთვის. ეს არის საზოგადოებისთვის სილის გაწნა და ჩვენი გარდაცვლილი გმირებისთვის სულში ჩაფურთხება,“- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, გიორგი კალატოზიშვილმა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 13, 2018 15:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,698
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics