მოხსენება: მსოფლიოში ყველაზე მეტად ქრისტიანებს დევნიან

რამდენიმე რეგიონში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ქრისტიანების დევნა თითქმის გენოციდის დონეზეა – ნათქვამია კვლევაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს – “ბიბისი” წერს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მსოფლიოში ყოველი მესამე ადამიანი რელიგიური ნიშნით იდევნება. მათ შორის კი, ქრისტიანები ყველაზე მეტად იდევნებიან. მინისტრ ჯერემი ჰანტის თქმით, პოლიტკორექტულობა ნაწილობრივ დამნაშავეა იმაში, რომ ამ პრობლემაზე მედია არ საუბრობს და საჭირო ყურადღებას არ აქცევს. ჰანტმა აღნიშნული კვლევის ჩატარების განკარგულება გასული წლის დეკემბერში გასცა მას შემდეგ, რაც მედიაში პაკისტანელი ქრისტიანის ასია ბიბის შესახებ სკანდალი ატყდა – მას სიკვდილით ემუქრებოდნენ იმის მიუხედავად, რომ სასამართლომ ისლამის შეურაცხყოფაში დამანშავედ არ სცნო.

ჯერემი ჰანტმა თქვა, რომ ბრიტანეთის მთავრობამ უბრალოდ ვერ შეამჩნია ქრისტინების დევნა, მაგრამ ეს მოხსენება და, ასევე, შრლი-ლანკას ეკლესიაში განხორციელებული ტერაქტი ყველას გააღვიძებს.

მოხსენებაში განსაკუთრებით აღნიშნულია ცენტრალური აზიის ქვეყნები, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოტა ქვეყნები. ამ ქვეყნების მთავრობებმა, ნათქვამია დოკუმენტში, რელიგიებთან დაკავშირებით საბჭოთა პრაქტიკა მიიღეს მემკვიდრეობად, რომლებიც რელიგიურ ორგანიზაციებს, მათ შორის, ქრისტიანულს, აღიქვამენ როგორც საფრთხეს – “ბიბისი” წერს.

მოხსენების საბოლოო ვარიანტი რამდენიმე თვეში გამოქვეყნდება.

banner
წინა სტატიაში4 მაისს სამხრეთ ბელგიაში მოთოვა (ფოტო)
შემდეგი სტატიასაბა მეტრეველი – დაფიქსირება, დაგემოვნება და ჩამოშლა