მოხსენება: კადიროვის პირადი არმია

15 (1)რუსმა ოპოზიციონერმა ილია იაშინმა გამოაქვეყნა მოხსენება სახელწოდებით “ეროვნული უსაფრთხოების მუქარა”, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკას ეხება და ეძღვნება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ბორის ნემცოვის და ილია იაშინის მკვლელობების წლისთავს.
მოხსენების ფრაგმენტი “კერძო არმია” ჩეჩნეთის ძალოვან სტრუქტურებს ეხება, მათ შორის, მათ დონბასში მონაწილეობას. ფრანმენტი New Times-მა დაბეჭდა.
მოხსენება სრული ვერსიით ხვალ, 23 თებერვალს გამოქვეყნდება.

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა უარი განაცხადა იაშინთან პირად შეხვედრაზე, რომელიც ბორის ნემცოვის საქმის გარშემო უნდა მომხდარიყო.
მოხსენებაში საუბარია პირადად კადიროვს დაქვემდებარებულ ჩეჩნეთის სამხედრო ფორმირებაზე, მათ რაოდენობასა და ბრძოლისუნარიანობაზე – კადიროვმა ისინი 2014 წელს სტადიონზე შეკრიბა და საზოგადოებას გააცნო. მაშინ მან თქვა, რომ ეს “პუტინის სახმელეთო ჯარია”, რომელიც მზად არის შეასრულოს მთავარსარდლის ნებისმიერი ბრძანება.

banner
წინა სტატიაშილვოვში რუსულ ბანკებს “მოლოტოვის კოქტეილები” ესროლეს
შემდეგი სტატია“ეს საკითხი არის პოლიტიზირებული,”-ირაკლი სესიაშვილი “ვიმპელკომთან” მოლაპარაკებებზე საუბრობს