მოხსენება: ისლამური სახელმწიფოს ჩასანაცვლებლად მინიმუმ 15 დაჯუფებაა მზად

მოხსენება: ისლამური სახელმწიფოს ჩასანაცვლებლად მინიმუმ 15 დაჯუფებაა მზად

მოხსენება: ისლამური სახელმწიფოს ჩასანაცვლებლად მინიმუმ 15 დაჯუფებაა მზადჯიჰადისტური ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს იდეებს აჯანყებული დაჯგუფებების მესამედი იზიარებს. მხოლოდ ექსტრემისტულ დაჯგუფებაზე გამარჯვებით შეუძლებელია ჯიჰადიზმის აღმოფხვრა – აზრს ბრიტანეთის რელიგიისა და გეოპოლიტიკის კვლევითი ცენტრის მეცნიერები გამოთქვამენ.
მინიმუმ 15 ამბოხებული გაერთიანებაა მზად ისლამური სახელმწიფო ჩაანაცვლოს იმ შემთხვევაში, თუკი კოალიცია მათ დაამარცხებს – თვლიან ცენტრში.
ჩატარებული კვლევების თანახმად, ამბოხებულებთა 60% შესაძლებელია ისლამისტების კლასიფიკაცია მიეცეს.

ცენტრის ექსპერტების აზრით, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების კოალიციის იდეა, რადიკალური ისლამური სახელმწიფო სხვა დაჯგუფებებისაგან გამოყოს, კრახის პირას არის. დასავლეთის ქვეყნები ექსტრემისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებენ, თუმცა, მკვლევარების თქმით, არანაკლებ საშიში არიან დაჯგუფებები, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიას იზიარებენ, მაგრამ ჯერჯერობით ჩრდილში დგანან. ცენტრის მონაცემებით, საუბარია დაახლოებით 100 000 ბოევიკზე.
“დასავლეთი სტატეგიულ შეცდომას დაუშვებს თუკი მხოლოდ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება მიმართული” – აღნიშნავენ მკვლევარები.

მომზადებულია ბიბისის მიხედვით

banner
წინა სტატიაშიჩინეთმა აშშ სერიოზულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიაკლინტონმა ტრამპს ისლამური სახელმწიფოს “საუკეთესო გადამბირებელი” უწოდა