მოხსენება: ინგლისში სუიციდმა კატასტროფულ მაჩვენებელს მიაღწია

ინგლისში თვითმკვლელობების რიცხვმა კატასტროფულ მაჩვენებელს მიაღწია – ნათქვამია ჯანდაცვის კომიტეტის სპეციალურ მოხსენებაში. კვლევების მიხედვით, ინგლისში 2015 წელს 4820 ადამიანმა მოიკლა თავი, მთელს ბრიტანეთში კი 6188 ადამიანმა. ზოგიერთი ექსპერტის თქმით, რეალური მაჩვენებელი, შესაძლებელია მეტია.
მოხსენების ავტორები მთავრობაზე ზეწოლის განხორციელებას აპირებენ, რომ მომავალ წელს თვითმკვლელობების პრევენციის გეგმა მიიღონ. დეპუტატების თქმით, მთავრობის არსებული პროგრამა აღნიშნულ საკითხზე არაეფექტურია. მოხსენების ავტორების აზრით, რისკის ზონაში არსებული ადამიანების დახმარება და მხარდაჭერა უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

banner
წინა სტატიაშიმსახიობი ჟა ჟა გაბორი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა
შემდეგი სტატია“რეპორტიორები საზღვრებს მიღმა”: 2016 წელს 74 ჟურნალისტი დაიღუპა