მოხსენება: ჩიკაგოს პოლიციაში რასიზმი იზრდება

4ჩიკაგოს პოლიციაში რასიზმი იზრდება – ათეულობით წლების მანძილზე ის შავკანიანთა და ლათინოამერიკელების უფლებებს არღვევდა – საუბარია ქალაქის მერიის თხოვნით სპეციალური კომისიის მიერ შედგენილ მოხსენებაში.
პოლიციელები “პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისადმი” პატივისცემას კარგავენ, თუკი საუბარია სხვა ფერის ადამაინზე, ეროვნულ უმცირესობებს კი პოლიციის ნდობა არა აქვს და მისი ეშინიათ – წერია მოხსენებაში.
ჩიკაგოს მერმა რამ ემანუელმა გასულ წელს სპეციალური კომისია შექმნა, რომელსაც ქალაქში პოლიციის მუშაობა უნდა შეეფასებინა. მიზეზი აფროამერიკელების მკვლელობის გამო ხმაურიანი პროტესტი გახდა.

მოხსენების მიხედვით, პოლიციელები აფროამერიკელებისა და ლათინოამერიკელებისადმი გადამეტებულ ძალას ხმარობენ, “დუმილის კოდექსს” ინახავენ და კოლეგებს სამართალდარღვევებზე არ ეუბნებიან.
ადამიანების 74% , ვისაც პოლიციელებმა ესროლეს, აფროამერიკელები იყვნენ, ამასთანავე, აფროამერიკელები მოსახლეობის მხოლოდ 33%-ს შეადგენენ – წერს კომისია.

banner
წინა სტატიაშიBBC: ამერიკის პრეზიდენტების შეცდომები
შემდეგი სტატიაობამამ “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციას თავდაცვითი უწოდა