მოხისში აქციაზე, მაჟორიტარმა “ევროპული საქართველოს” წევრს შეაგინა

ქარელის მუნიციპალიტეტში საპროტესტო აქციაზე გამოსულ სოფელ მოხისის მოსახლეობასთან ქარელის მერი და მაჟორიტარი ზაალ დუგლაძე მივიდნენ.

მაჟორიტარი სავარაუდოდ, მოსახლეობასთან ერთად მყოფ “ევროპული საქართველოს” წევრის, ბესიკ დონაძის დანახვამ გააღიზიანა და შეაგინა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დეპუტატის დახმარების იმედი არ აქვთ, რადგან ის თავად არის კორუფციულ სქემაში ჩართული. თავად დუგლაძე კი ამტკიცებს, რომ მიწა კანონიერად გასხვისდა. “მიწა არის კანონიერად გაყოიდული. ამას სჭირდება სწორი მორიგება მოსახლეობასთან…ეს არის სახელმწიფო კანონი, ჩემი ძმა არაფერს წყვიტავს”,- თქვა ზაალ დუგლაძემ.

banner
წინა სტატიაშისიორიძე – ბიულეტენს ექნება სხვანაირი კონსტრუქცია, აღჭურვილი იქნება ე.წ. QR კოდებით, რომელიც დამცავი მექანიზმია
შემდეგი სტატიახაზარაძე – საარჩევნო კოდექსზე საკითხები პრინციპულად შეჯერებულია