მოხდა თუ არა დებიძინიზაცია ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალური დაბრუნებით?

მოხდა თუ არა დებიძინიზაცია ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალური დაბრუნებით? – როგორც ევროპარლამენტარი „პირველ ხაზთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ დებიძინიზაცია არ მომხდარა, პირიქით, ხელისუფლება ივანიშვილს და „ოცნებას“ უზურპირებული აქვს.

ვიტყვი, რომ სრულიად საწინააღმდეგო არის იმისა, რაც ევროპულმა ინსტიტუციებმა განაცხადეს დეოლიგარქიზაცია საქართველოსი, სამწუხაროდ, ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები არიან ერთი პიროვნების მიერ უზურპირებული, ეს არის კლასიკური მაგალითი მთავრობის უზურპაციის, რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი და მისი ჯიბის პარტია ქართული ოცნება ეწევა, ეს სრულიად მიუღებელია ევროკავშირისთვის და იცით, რომ შეიძლება წარმოიდგინოთ ქვეყანა, რომელიც ასე ხელში აქვს ჩავარდნილი ერთ ოლიგარქს და არ არის არანაირი პროგრესი ამასთან დაკავშირებით და ეს არ არის ძალიან ახალი, სხვადასხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, როგორც მოლდოვეთი, უკრაინა, რომელიც ხელში ჰქონდა ჩაგდებული ძლიერ ოლიგარქებს და ამ ქვეყნებმა შეძლეს, რომ ეს გამოწვევა დაემარცხებინათ, რომ მოეშორებინათ ეს უზურპაცია და მოქალაქეებმა ეს გააკეთეს არჩევნების გზით და იგივე უნდა გააკეთოს საქართველომაც,“ – ამბობს კუბილიუსი.

როგორც კუბილიუსი ამბობს, ხელისუფლების მიტაცება დანაშაულია და საქართველომ უნდა შეძლოს ოლიგარქისგან გათავისუფლება იმისთვის, რომ ევროკავშირთან ეფექტური მოლაპარაკება აწარმოოს.

რაც შეეხება სანქციებს, კუბილიუსი ამბობს, რომ დასავლეთის გადასაწყვეტია, მოხვდება თუ არა ივანიშვილი სანქცირებულთა რიგებში.

ხელისუფლების მიტაცება და უზურპაცია – ეს არის დანაშაული დემოკრატიის წინააღმდეგ, დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ოლიგარქები, როდესაც ახდენენ უზურპაციას, იმის მიუხედავად, როგორ საუბრობენ, როგორია მათი ტონი, რეალურად ისინი ახდენენ უზურპაციას. იქნება თუ არა სანქციები, ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ და განვიხილოთ, მაგრამ კვლავ ვიტყვი, რომ მიუღებელია, რომ კანდიდატი ქვეყანა, როგორიც არის საქართველო, არის უზურპირებული ერთი ოლიგარქის მიერ და ეს არის დიდი წინაღობა საქართველოსთვის, რათა განვითარდეს და აწარმოოს ეფექტური მოლაპარაკება ევროკავშირთან,“ – ამბობს კუბილიუსი.

banner
წინა სტატიაშიკუბილიუსი ივანიშვილის დაბრუნებაზე- დასავლური დემოკრატიული წყობა ვერ გაატარებს მის წინააღმდეგ სანქციებს, ეს არის ის, რაც შეიძლება ვივარაუდოთ
შემდეგი სტატიაივანიშვილი, სავარაუდოდ, უმიზნებს, რომ გახდეს საქართველოს პრეზიდენტი – კუბილიუსი