მოხარული ვართ, რომ არსებობს მრავალპროფილური ჯგუფი, რომელიც თვალყურს ადევნებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას

მოხარული ვართ, რომ არსებობს მრავალპროფილური ჯგუფი, რომელიც თვალყურს ადევნებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენც აქტიურად ვადევნებთ თვალს მის ჯანმრთელობას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„წუხილს გამოვთქვამთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. საკითხი როდესაც ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობა. მოხარული ვართ, რომ არსებობს მრავალპროფილური ჯგუფი, რომელიც თვალყურს ადევნებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენც ასევე აქტიურად ვადევნებთ თვალს მის ჯანმრთელობას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: თეა წულუკიანმა 2019 წლის ნოემბერში ციხის საავდმყოფოში გააუქმა ქირურგიის, ანესთეზიის, რეანიმაციის და ხანგრძლივი მოვლის განყოფილებები
შემდეგი სტატიაგია ხარჩილავა: ჭალე-მუჟავა გაიმარჯვებს ამ ხელისუფლებაზე