მოხარული ვარ, რომ ოდირის წარმომადგენლები რჩებიან და სრული სადამკვირვებლო მისია იქნება მეორე ტურში

„პირველ რიგში, მე მოხარული ვარ, რომ ოდირის წარმომადგენლები რჩებიან და სრული სადამკვირვებლო მისია იქნება მეორე ტურში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირველ ტურში და ასევე მნიშვნელოვანი იქნება მეორე ტურში, მათ შორის, არსებულ პერიოდში. მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ იქნება კიდევ ერთი მისია ევროპარლამენტიდან. მაცნობეს, რომ ევროპარლამენტის ოთხი წევრი მიიღებს მონაწილეობას ოდირთან ერთად, ისე როგორც პირველ ტურში. ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ, ეს იყო ჩემი და ჩემი კოლეგების გზავნილი არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, რომ ჩვენ შევნიშნეთ პოზიტიური მოვლენები, რაც წინა არჩევნების შემდეგ მოხდა. ვფიქრობთ, რომ არჩევნების სამართლებრივი ჩარჩო განმტკიცდა, მათ შორის, საარჩევნო რეფორმის შედეგად, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებას მოჰყვა. ჩვენ ასევე ვიხილეთ, რომ საარჩევნო დღემ მოწესრიგებულად ჩაიარა. ვიმედოვნებთ, რომ მეორე ტურში შენარჩუნდეს ეს. ამავდროულად, ძალიან მკაფიოდ, ჩვენ ვიხილეთ დარღვევები პირველ ტურში. ჩვენ ვისაუბრეთ დაშინებებზე, მოსყიდვაზე, ამომრჩევლებსა და პოლიტიკოსებზე ზეწოლაზე. ასევე, უთანასწორო პირობებზე. პირველი ტურის შემდეგ, ჩვენი მტკიცე გზავნილი იყო, რომ მრავალი ეს საკითხი გამოსწორებული იქნება მეორე ტურში. როგორც განცხადებაში აღვნიშნეთ, ვიმედოვნებთ, რომ ეს პრაქტიკა არ გახდება ნორმა საქართველოში არჩევნებისთვის. მე არ შევაფასებ პირველ და მეორე ტურს შორის პერიოდს, რადგან მეორე ტურის შემდეგ შეფასება ოდირისა და ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლების საქმეა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განუცხადა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავა, მათ შორის 3 დაკავებულია ფონიჭალის დასახლებაში
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ნონა გაფრინდაშვილთან ერთად მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელ ქალ მსჯავრდებულებს გამარჯვება მიულოცა და საჩუქრები გადასცა