მოხარული ვარ, რომ ჩვენ არ დავკარგეთ ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირე – ზელენსკი ჯონსონზე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის “ძალიან ბედნიერია”, რომ ბრიტანეთის პრემიერს, ბორის ჯონსონს უნდობლობა არ გამოუცხადეს, რადგან ჯონსონი “უკრაინის ნამდვილი მეგობარია”.

“მოხარული ვარ, რომ ჩვენ არ დავკარგეთ ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირე. ეს შესანიშნავი ახალი ამბავია. კომენტარს ვერ გავაკეთებ შიდა სიტუაციაზე, რადგან მე ყველა დეტალი არ ვიცი, ამიტომ ბოდიშს ვუხდი ბატონ ჯონსონს ამაზე. ვფიქრობ, ის უკეთაა ინფორმირებული დეტალებზე ვიდრე მე, თუმცა ბორისი ძალიან კონკრეტულია უკრაინის მხარდაჭერასთან მიმართებით”, – თქვა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიშოლცი – დასავლეთის მკაცრი სანქციების ფონზე რუსეთი ვერ შეძლებს სამხედრო შესაძლებლობების შენარჩუნებას, რუსეთის ეკონომიკა კი ათწლეულებით უკან დაბრუნდება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – მე საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული პოლიტპატიმარი ვარ