მოხალისეებმა რუსეთის აგრესიის მონაცემთა მასშტაბური ბაზა გამოაქვეყნეს

12 აპრილს ვოლონტიორთა საერთაშორისო ორგანიზაცია InformNapalm-მა რუსეთის აგრესიის ინტერაქტიურლი ბაზა გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს უკრაინას, საქართველოს და სირიას. ბაზა Russian Aggression მოხალისეების ოთხი წლის ნამუშევარია. როგორც გავრცელებულ რელიზში წერია, მონაცემებშია InformNapalm-ის დაახლოებით 1700 გამოძიება, რომელიც სისტემატიზირებულია ორ ჯგუფად. პირველია დონბასში აღმოჩენილი რუსული შეიარაღება და მეორე – რუსეთის არმიის ქვედანაყოფები, რომლებიც უკრაინასა და სირიაში აგრესიას ეწეოდნენ და მანამდე საქართველოს ოკუპაცია მოახდინეს.
ბაზა Russian Aggression საინტერესო იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც რუსების შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობებს იკვლევენ ან აინტერესებთ. ინფორმაცია გამოქვეყნებულია 5 ენაზე.

გვერდის ბმული: https://informnapalm.org/en/proofs-of-the-russian-aggression-informnapalm-releases-extensive-database-of-evidence/

banner
წინა სტატიაშიფანასკერტელის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება
შემდეგი სტატიაასადის არმიამ დუმა აიღო