მოკავშირეებმა გაიზიარეს შეშფოთება რუსეთიდან მომდინარე მზარდი საფრთხის შესახებ – იტალიის თავდაცვის მინისტრი

იტალიის თავდაცვის მინისტრი, გვიდო კროსეტო ვარაუდობს, რომ დაახლოებით ხუთ წელიწადში შესაძლოა, რუსეთს ნატო-ს ტერიტორიისთვის სამხედრო საფრთხის შექმნის უნარი ჰქონდეს.

„მოკავშირეებმა გაიზიარეს შეშფოთება რუსეთიდან მომდინარე მზარდი საფრთხის შესახებ. რუსული წარმოების სამოქალაქო მიზნებისთვის გადაკეთების ნიშნები არ არსებობს, თუნდაც ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაშიც კი“, – აღნიშნა იტალიის თავდაცვის მინისტრმა.

კროსეტომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის შიდა მხარდაჭერა უკრაინაში 2022 წელს დაწყებული ომის მიმართ, როგორც ჩანს, უცვლელი დარჩა.

„რუსეთმა ექვს თვეში კიდევ 300 000 ადამიანის მობილიზება მოახერხა შიდა კონსენსუსის ყოველგვარი ეროზიის გარეშე“, – განაცხადა გვიდო კროსეტომ.

banner
წინა სტატიაშილივერპულისა და პორტუგალიის ნაკრების 28 წლის ფეხბურთელი დიოგო ჟოტა ავტოავარიაში დაიღუპა
შემდეგი სტატიასაფრანგეთში გაფიცვის გამო 170-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო