მოკავშირეები საქართველოს მოუწოდებენ, განაგრძოს ყველა შესაძლებლობის სრული გამოყენება, რასაც ნატო-საქართველოს კომისია ითვალისწინებს

მოკავშირეები საქართველოს მოუწოდებენ, განაგრძოს ყველა შესაძლებლობის სრული გამოყენება, რასაც ნატო-საქართველოს კომისია ითვალისწინებს

ნატო2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და გაწევრიანების სამოქმედო გეგმა იქნება ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი; მოკავშირეები კვლავ ადასტურებენ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე როგორც – შემდგომ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ვარშავაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე შემუშავებულ ერთობლივ განცხადებაში.

“ჩვენ მივესალმებით 2008 წლის შემდგომ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ალიანსთან საქართველოს ურთიერთობა მოიცავს ყველა პრაქტიკულ მექანიზმს საბოლოო წევრობისათვის მოსამზადებლად. მოკავშირეები მოუწოდებენ საქართველოს, ალიანსთან დასაახლოებლად, განაგრძოს ყველა იმ შესაძლებლობის სრული გამოყენება, რასაც ითვალისწინებს ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა, გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის (Enhanced Opportunities Partner) ფორმატი. ასევე გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს ჩართულობა ნატო-ს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივაში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, ისევე, როგორც თავსებადობის პლატფორმაში”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოკავშირეები განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავენ საქართველოს მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს ოპერაციებში და აფასებს იმ მსხვერპლს, რომლის გაღებაც მოუხდა ქართველ ხალხს ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის.

“საქართველოს წვლილი ავღანეთის ოპერაციებში იყო შეუფერხებელი და უწყვეტი. მოკავშირეები ასევე მიესალმებიან საქართველოს ჩართულობას ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში. აღნიშნული ძალისხმევა, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის ჩათვლით, წარმოაჩენს საქართველოს მზაობას და უნარს წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

banner
წინა სტატიაშინატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ რუსეთს, შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე – გადაწყდა, რომ საქართველო ჩაერთვება ყველა სტრატეგიულ დისკუსიაში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაიმართება