1 მაისს, დღისით, შვეიცარიის ქალაქ ცურიხში მდებარე თურქეთის საკონსულოს 60 ნიღბიანი და საღებავებით შეიარაღებული პირი დაესხა თავს…
თავდამსხმელებმა, რომლებიც თურქეთის პრეზიდენტ ტაიპ ერდოღანისა და მისი ხელისუფლების საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ, ფერადი საღებავები ესროლეს საკონსულოს შენობას. საკონსულოს დაცვამ პოლიციის რაზმი გამიძახა, რომელმაც სიტუაციის დაშოშმინება შესძლო, თუმცა პროტსტანტებმა საკონსულოს მიმდებარე და მოპირდაპირე შენობებზე, ავტობუსის გაჩერებებზე, ყველგან წითელი საღებავით ,,მოკალი ერდოღანი,, (KILL ERDOGAN) დააწერეს.
საკონსულოს თანამშრომლები, რომლებიც საპირველმაისო უქმე დღის გამო შენობაში არ იმყოფებოდნენ, ინციდენტის შედეგად არ დაზარალებულან. თურქი კონსულის – ასიე ნურჯან იფექჯის განცხადებით, თავდამსხმელები ადგილობრივ ხელისუფლებასთან და პოლიციასთან შთანხმებით მოქმედებდნენ.